თეგი: რუსი დიპლომატები

ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

"ლიეტუვა ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს, ამიტომ ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა", - ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, კლაიპედაში იხურება რუსეთის საკონსულო. „ლიეტუვა სრულ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო აგრესიიის მსხვერპლია. ამიტომ ვამცირებთ რუსეთის დიპლიმატიურ წარმომადგენლობას“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  

იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს

იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. „ჩემი მითითებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ეტორე სეკიმ, დღეს სამინისტროში დაიბარა იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რეზოვი, რათა ეცნობებინა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება საელჩოში მომუშავე 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რადგან ისინი „პერსონა-ნონ-გრატად“ არიან გამოცხადებული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, გუშინ გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

უცხოური მედია: 24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს

24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს. უცხოური გამოცემა TASS-ი წერს, რომ ბულგარეთმა ყველაზე მეტი -83 რუსი დიპლომატი გააძევა, 45 დიპლომატი გააძევეს პოლონეთიდან, 40 - გერმანიიდან, 35 - სლოვაკეთიდან, 35 - საფრანგეთიდან, 33 - სლოვენიიდან, 30 - იტალიიდან, 28 - შეერთებული შტატებიდან. „მთლიანობაში, რუსი დიპლომატების წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯები ევროპის 29 ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადადგეს“, - წერს TASS-ი. გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატების ყველაზე მასშტაბური გაძევება 2022 წლის ივნისში განხორციელდა, როდესაც ბულგარეთიდან 70 დიპლომატი გააძევეს.  

ნორვეგიამ საელჩოდან 15 რუსი „დაზვერვის ოფიცერი“ გააძევა

ნორვეგიის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 15 რუს დიპლომატს აძევებს. იუწყება Reuters-ი. ნორვეგიის შეფასებით, დაზვერვის ოფიცრები მუშაობდნენ დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის მასშტაბის შესამცირებლად და ამით ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად“. ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ გაძევება ამჟამად აკრედიტებული რუსი დიპლომატების მეოთხედს შეეხება. ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დასავლურმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მიმდინარე წელს ესტონეთმა, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ ასევე გააძევეს რუსი დიპლომატები.